Belive

მონდომ მორიგი მწვერვალი დაიპყრო - დუპლანტისმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

მონდო დუპლანტისმა ეს კვლავ შეძლო - შვედმა ჭოკით მხტომელმა ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 6.30 მეტრიანი ნახტომი შეასრულა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ 2-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა საკუთარი საუკეთესო მაჩვენებელი (6.29 მეტრი) გააუმჯობესა და პროფესიონალურ კარიერაში მე-14 რეკორდის ავტორი გახდა.

ტოკიოს მსოფლიო პირველობაზე მოპოვებული სარეკორდო გამარჯვებით, მონდომ ზედიზედ 33-ე ტურნირი მოიგო. შვედი ჭოკით მხტომელი უკანასკნელად 2 წლის წინ დამარცხდა.

სხვა სტატიები