Belive

U17 | ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

11 თვის წინ სხვა
1 წთ

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

დღევანდელი დღე ქართველი მოჭიდავეებისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა.

55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერეკლე თავბერიძემ ფინალში მოლდოველი მაქსიმ სარმანოვი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ოქროს მედალი მოიპოვა საბა ჩილაშვილმაც (110 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ევგენი რეპკინს მოუგო.

იური ჩაფიძე (48 კგ) ფინალში მურატ ხატიტთან დამარცხდა და ვერცხლს დაეუფლა. ვერცხლის მედალი მოიპოვა გიორგი ჭიკაიძემაც (65კგ), რომელმაც ფინალში პეტროს აშკარიანთან წააგო.

სხვა სტატიები