ილია თოფურიამ ვოლკანოვსკის განცხადებას პასუხი გასცა
3 წლის წინ
სხვა
1 წთ
რამდენიმე დღის წინ, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა ალექს ვოლკანოვსკიმ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ის იანვარში ბრძოლის ჩასატარებლად მზად არის.
იანვარი ჩემთვის კარგად ჟღერს. - წერს ალექსი საკუთარ Twitter-ის გვერდზე
January sounds good to me! 🏆 pic.twitter.com/AyukrwvPOa
— Alex Volkanovski (@alexvolkanovski) September 26, 2023
რამდენიმე საათის წინ, ილია თოფურია საკუთარ სოციალურ ქსელში მსგავსი ტექსტით გამოჩნდა.
იანვარი ჩემთვის იდეალურია. - წერს ილია მის Instagram გვერდზე
აღსანიშნავია, რომ "მატადორმა" ჩემპიონი არაერთხელ გამოიწვია, თუმცა, ავსტრალიელისგან კონკრეტული პასუხი არასდროს ყოფილა. ფაქტია, რომ MMA-ს სამყარო ამ ბრძოლას მოუთმენლად ელოდება. ვრცელდება ჭორები, რომ ალექსისა და თოფურიას ორთაბრძოლა UFC 297-ზე კანადაში გაიმართება.