Belive

"ილია ძალიან ზრდილობიანია და ასეთ ადამიანთან დროის ტარება ძალიან კარგია" - ალექს პერეირა

4 საათის წინ სხვა
1 წთ

ალექს პერეირამ ილია თოფურიასთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ბრაზილიელი მებრძოლი ამბობს, რომ "მატადორთან" დაახლოვდა და მასთან დროის გატარება სიამოვნებს.

ილიას პირველად საქართველოში შევხვდი და ფოტოც გადავიღეთ. ვისაუბრეთ კიდეც, მაგრამ ძალიან ცოტა დრო გავატარეთ. ერთად ვივახშმეთ. ახლა ის აშშ-ში თეთრი სახლის პრესკონფერენციისთვის და ღონისძიებისთვის ჩამოდის. მწვრთნელ პლინიოსთანაც ჰქონდა შეხება, მის დარბაზში ივარჯიშა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

საუბრისას ილიამ მითხრა, რომ თვითმფრინავში ადგილი ჰქონდათ და მასთან ერთად წამოსვლა შემომთავაზა. მეც უარი არ ვთქვი, რადგან მგზავრობისას უკეთ გავიცნობდი, ვინაიდან აქამდე ასე ახლოს არ ვყოფილვართ. ილია ძალიან კარგი და ზრდილობიანი ადამიანია. ასეთ კარგ ხალხთან ერთად დროის გატარება ძალიან სასიამოვნოა. - თქვა ალექს პერეირამ

თეთრი სახლის პრესკონფერენციაზე ჯოშ ჰოკიტი ალექს პერეირასთან ოდნავ ზედმეტი მოუვიდა. ამერიკელი მებრძოლი "პოატანს" შეურაცხყოფას აყენებდა და რადგან ალექსმა ინგლისური კარგად არ იცის მისთვის პასუხის გაცემა თოფურიამ გადაწყვიტა.

სხვა სტატიები