Belive

"საქმეს ისე მივუდექით, თითქოს ჯასტინის გუნდი ვიყავით" - ილია გეიჯისთან ჩხუბის სტრატეგიაზე

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან საბრძოლო სტრატეგიის შედგენისას საინტერესოდ მოიქცა. საბრძოლო სტრატეგიის დაგეგმვისას, საკითხს ისე მიუდგნენ როგორც გეიჯის გუნდი და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეს თავისი ჩხუბის ტაქტიკა.

როგორც კი მივიღეთ დასტური, რომ ჯასტინს ვებრძოლებოდით, პირველი, რაც ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთე, ეს იყო: ეკრანის წინ დავსხედით და საქმეს ისე მივუდექით, თითქოს ჯასტინის გუნდი ვიყავით.

ანუ, ჩვენ უნდა ვურჩიოთ ჯასტინს, როგორ იჩხუბოს ილიას წინააღმდეგ და ვიწყებთ ჩემი ჩხუბების ყურებას ჯასტინის გუნდის პერსპექტივიდან.

ჩვენ ვადგენთ ჯასტინის სტრატეგიას და უკვე ჯასტინის ამ სტრატეგიაზე დაყრდნობით, ვაწყობთ ჩვენს საკუთარ სტრატეგიას. - განაცხადა ილია თოფურიამ

გეიჯისთან ბრძოლა 15 ივნისს, თეთრი სახლის მთავარი ჩხუბი იქნება. ამ ბრძოლაში გადაწყდება თუ ვინ იქნება მსუბუქი წონის ჩემპიონი. შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ დროებითი ჩემპიონი ტიტული პადი პიმბლეტის დამარცხებით მიიღო. რაც შეეხება ილიას, ის ოლივეირას გათიშვის შემდეგ Undisputed ქამარს დაეუფლა.

სხვა სტატიები