Belive

"შეიძლება, ვნახოთ..." - შონ ო'მალი დვალიშვილთან ბრძოლაზე

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 299-ზე შონ ო'მალიმ საკუთარი ჩემპიონის ქამარი წარმატებით დაიცვა. 5-რაუნდიან ბრძოლაში "შუგამ" მარლონ ვერა აშკარად დაჩაგრა და მორიგი გამარჯვებაც მიითვალა.

დაპირისპირების დასრულების შემდეგ, ო'მალიმ მერაბ დვალიშვილი ისევ არ გამოიწვია. ამის ნაცვლად ამერიკელმა თოფურიასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა, რაზეც ილიამ ასე უპასუხა:

შუგა გილოცავ.. ლამაზი შესრულება იყო! წინ მერაბთან ჩხუბი გელის.. ჯერ ამას მიხედე. - წერს ილია საკუთარ X-ის გვერდზე

მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალისა და მარლონ ვერას დაპირისპირების დამზღვევი იყო. ბუნებრივია, რომ "მანქანა" ამ ჩხუბს დაესწრო. ბრძოლის შემდეგ დვალიშვილი ო'მალის კულისებში შეხვდა და უთხრა, რომ მისი სახელი უნდა ეხსენებინა.

ბრძოლის შემდეგ, ტრადიციულად შონ ო'მალი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა. კითხვებს მერაბის შესაებ ჩემპიონი აქაც ვერ გაექცა.

ვიღაცის ლაპარაკი მესმოდა და შემდეგ გავაანალიზე, რომ ეს მერაბი იყო. მისი მეგობარიც იქ იყო, რომელიც რაღაცას მიყვიროდა. საკმაოდ მოსალოდნელია, რომ ეს ბრძოლა შედგეს. შემდეგი ბრძოლა მერაბთან? შეიძლება, ვნახოთ... - განაცხადა შონ ომალიმ

სხვა სტატიები