Belive

აზიის თამაშებზე სპორტსმენმა მსაჯს ურო გაარტყა

7 თვის წინ სხვა
1 წთ

მიმდინარე აზიის თამაშებზე საკმაოდ უჩვეულო ფაქტი დაფიქსირდა. ქუვეითელმა სპორტსმენმა ალი ზანკავიმ მსაჯს ურო გაარტყა. 62 წლის ჩინელ მსაჯს ჰუანგ ცინხუას ინციდენტის შედეგად ფეხი მოტყდა.

ზანკავიმ უროს, რომელიც 7,26 კილოგრამს იწონის, ხელი გაუშვა, დამცავმა ბადემ ის ვერ შეაჩერა და მსაჯების მიმართულებით გადავარდა. სამედიცინო პერსონალმა ჩინელ მსაჯს დახმარება მალევე აღმოუჩინა და საავადმყოფოში დროულად გადაიყვანეს. 

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრის დასრულების შემდეგ სპორტსმენმა მსაჯი საავადმყოფოშიც მოინახულა. 

 

სხვა სტატიები