ალექსანდრე თოფურია: "ილიასთვის საუკეთესო სცენარი ეს იქნება..."
ენრიკო ხიმენოსთან ინტერვიუში ალექსანდრე თოფურიამ ილიას შესახებ ისაუბრა. მან "მატადორისთვის" იდეალური მოვლენათა განვითარება გაგვიმხილა.
ილიასთვის შესანიშნავი სცენარი იქნება თუ ისლამი ქვესაშუალო წონის ქამარს მოიგებს. შემდეგ ილია მესამე ქამრისთვის იჩხუბებს. - განაცხადა ალექსანდრე თოფურიამ
Ilia Topuria's brother, Aleksandre, reveals the 'perfect scenario' for Ilia's next two fights:
— Championship Rounds (@ChampRDS) May 19, 2025
"The perfect scenario would be for Ilia to win, for Islam to win in the welterweight division, and then for Ilia to fight for a third belt. Historic." 👀
(via. @enriquegimmma) #UFC317 pic.twitter.com/vkdnh4RRMV
იმისათვის, რომ ილია ისლამს შეხვედროდა, ქართველმა ქამარი დათმო და წონაც შეიცვალა. ისლამი კი ამბობდა, რომ თოფურიას მსუბუქი წონის ქამრამდე ერთი ჩხუბი უნდა ჩაეტარებინა. როგორც კი საქმე ამ ჩხუბის ჩანიშვნისკენ წავიდა, მახაჩევმა წონა შეიცვალა და ქამარიც დათმო. ახლა "მატადორი" მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას შეხვდება.