"ვფიქრობ ჩვენი ტრილოგია აგვისტოში იქნება" - მერაბ დვალიშვილი იანთან ჩხუბზე
2 საათის წინ
სხვა
1 წთ
არიელ ელვანისთან სტუმრობისას მერაბმა იანთან მომავალ ბრძოლაზე ისაუბრა. ის ელოდება, რომ ტრილოგია აგვისტოში ჩაინიშნება.
იანთან ჩხუბის შემდეგ ჰანტერი მოვიდა და მითხრა იმდენი ხანი დამესვენა, რამდენიც მინდოდა. გარანტია მომცა, რომ ტრილოგია იქნებოდა. საქართველოდან დაბრუნების შემდეგ, ამ ჩხუბზე მუშაობა დაიწყეს, მაგრამ პიოტრმა წელზე ოპერაცია გაიკეთა. ვფიქრობ, აგვისტოში ვიჩხუბებთ, რადგან ივლისში თუ იქნებოდა ჩვენი დაპირისპირება, UFC უკვე დაგვირეკავდა. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
Merab is expecting his bantamweight title trilogy against Petr Yan to happen in August 🗓️ #HelwaniShow pic.twitter.com/piMXUGj1gn
— Uncrowned (@uncrownedcombat) April 29, 2026
შეგახსენებთ, რომ მერაბი გასულ წელს რეკორდის დამყარებს ცდილობდა - 4 სატიტულო ბრძოლის მოგება ერთ კალენდარულ წელში. სამწუხაროდ, დვალიშვილის ხელი იანის წინააღმდეგ მოეცარა. პიოტრმა საკმაოდ დომინანტური ბრძოლა ჩაატარა და ქამარიც დაიმსახურა. ჯერჯერობით, მათი რევანში ჩანიშნული არაა, თუმცა, სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და მალე ამ დაპირისპირებას კვლავ ვიხილავთ.