"სასწორზე დადგომამდე ხამზატი კინაღამ მოკვდა" - თიჯეი დილაშოუ
ხამზატ ჩიმაევმა სტრიკლენდთან ბრძოლისთვის 21-22 კილო დაიკლო. ეს პროცესი ყველა მებრძოლისთვის რთულია, მაგრამ ჩიმაევისთვის ეს მეტად მძიმე გამოდგა. თიჯეი დილაშოუ ამბობს, რომ ხამზატი წონის კლების პროცესში მწვანე სითხეს აღებინებდა და კინაღამ დაიღუპა.
სასწორზე დადგომამდე ის კინაღამ მოკვდა. გეუბნებით, ლამის მოკვდა. აქამდე მსგავსი არაფერი მსმენია. ხალხმა უნდა გაიგოს, რისი გადალახვა მოუწია, რომ ეჩხუბა. მწვანე სითხეს აღებინებდა და ამ ბრძოლაზე საერთოდ არ უნდა გამოსულიყო. ამის ფონზე მაინც როგორ იჩხუბა, მე-4 და მე-5 რაუნდებში მას სტრიკლენდზე უკეთესი კარდიო ჰქონდა. სტრიკლენდი კი სწორედ კარდიოს მებრძოლად ითვლება. ამ კაცს ფარისებრი ჯირკვლის ნახევარი აქვს. მოიძიეთ და ნახავთ რას უშვება ეს ადამიანის მეტაბოლიზმს. - ამბობს თიჯეი დილაშოუ
Khamzat Chimaev “almost died” during his weight cut for Sean Strickland, according to TJ Dillashaw 😳
— ACD MMA (@acdmma_) May 27, 2026
“He was almost dying before he got on the scale. Like, I’m saying, almost died. Scary stories. I’ve never heard of anything like this before.”
“People need to understand what… pic.twitter.com/kFKq4GOUlB
ჩიმაევისა და სტრიკლენდის ჩხუბი 10 მაისს გაიმართა, რომელიც საშუალო წონის ქამრისთვის იყო. ამ ბრძოლაში ჩემპიონი დიდი ფავორიტი იყო, მაგრამ შონმა სენსაცია მოახდინა და ხამზატი დაამარცხა. ახლა საშუალო წონის ტიტულს შონ სტრიკლენდი ფლობს.