"ბრძოლის წინა ღამეს ზეიმი - აი რა არის ამპარტავნება" - გეიჯის მწვრთნელი
11 საათის წინ
სხვა
1 წთ
ჯასტინ გეიჯის მწვრთნელი ამბობს, რომ ილიას მხრიდან ბრძოლის წინა დღეს ზეიმი ამპარტავნებისა და ქედმაღლობის გამოხატულება იყო. ტრევორ უიტმანმა თოფურიას სწრაფად გამოჯანმრთელება და ცხოვრებაში ბალანსის პოვნა უსურვა.
ბრძოლის წინა ღამეს ზეიმი - აი რა არის ამპარტავნება. ამ სამყაროში დასაჩუქრებული არავინაა. ჩვენს საქმეს მძიმე შრომა და თავდაჯერება სჭირდება, რომელიც ილიას ნამდვილად აქვს. ცხოვრება ხშირად დაუნდობელია და მინდა ილიას საუკეთესო ვუსურვო. იმედი მაქვს ძალებს აღიდგენს ვიმედოვნებ, რომ ბალანსს ისწავლის. სრულყოფილი დღეები არავის აქვს, ცხოვრებაში ცუდი დღეებიცაა. ასეთია ცხოვრება. - ამბობს ტრევორ უიტმანი
🤔Trevor Wittman on Ilia Topuria celebrating before the fight
— Dovy🔌 (@DovySimuMMA) June 17, 2026
"Ilia going in there and celebrating the night before, the arrogance of that. No one's gifted in this world. It takes hard work and definitely belief, like he has"
via @Justin_Gaethje pic.twitter.com/rvL9cZB4AQ
შეგახსენებთ, რომ ილია გეიჯისთან თეთრი სახლის ღონისძიებაზე დამარცხდა. ეს თოფურიასთვის კარიერაში პირველი წაგება იყო, რომელიც მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულად დაუჯდა.