"ილიას ჯასტინთან ბრძოლა არ აინტერესებდა" - მერაბ დვალიშვილი
12 საათის წინ
სხვა
1 წთ
Mighty Mouse-თან საუბრისას მერაბმა თქვა, რომ ილიას გეიჯისთან ჩხუბი არ უნდოდა. "მატადორი" თვლიდა, რომ პიმბლეტი გაიმარჯვებდა და მასთან საბრძოლველად მზად იყო. გეიჯის მოგების შემდეგ, ილია პირდაპირ ისლამთან ჩხუბს აპირებდა, მაგრამ UFC-მ ამის საშუალება არ მისცა.
როდესაც ილიას ისლამის ბრძოლის შესახებ ვკითხე მითხრა, რომ მისთვის სტილისტიკურად ძალიან მარტივი ბრძოლა იქნებოდა. პადი პიმბლეტის და გეიჯის ჩხუბის დროს ამბობდა, რომ თუ ინგლისელი მოიგებდა, მას შეხვდებოდა და შემდეგ ზედა წონაში მახაჩევთან ავიდოდა. გეიჯის გამარჯვების შემთხვევაში მას ჯასტინთან ბრძოლა არ აინტერესებდა და გეგმავდა პირდაპირ ისლამის წონაში ასულიყო. არ ვიცი მოვლენები როგორ განვითარდა, შესაძლოა UFC-მ არ მისცა ამის საშუალება. ახლა გეიჯის დაამარცხებს და დარწმუნებული ვარ ისლამთან ბრძოლას მოითხოვს. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
‼️🤯Merab Dvalishvili says Ilia Topuria didn’t want to fight Justin Gaethje after he beat Paddy Pimblett
— FREAK.MMA (@FREAKMMA1) April 14, 2026
"Ilia said to me, ‘This fight stylistically is very easy for me. I wanna fight Islam.’ He was saying that if Paddy Pimblett wins, he will beat Paddy Pimblett and try to go up… pic.twitter.com/k223hsYeb6
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი თეთრ სახლში 15 ივნისს გაიმართება. ეს დაპირისპირება მსუბუქი წონის ქამრისთვის იქნება.