Belive

U 20 | მარიამ მაისურაძემ ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა | VIDEO

9 თვის წინ სხვა
1 წთ

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 20-წლამდელთა შორის ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ტურნირის პირველ დღეს ქართველმა ძალოსანმა, მარიამ მაისურაძემ (49 კგ), ატაცსა და ორჭიდში ოქროს მედლების მოპოვება შეძლო.

მარიამმა ატაცში 74 კილოგრამი დააფიქსირა (ოქრო), აკვრაში - 88 (მე-4 ადგილი), ორჭიდის ჯამში კი - 162 (ოქრო).

მაისურაძე ასეთი შედეგით საქართველოს ახალი რეკორდსმენი გახდა, მან ატაცსა და ორჭიდში ქვეყნის რეკორდი 2-2 კილოგრამით გააუმჯობესა.

სხვა სტატიები