Belive

"ჩემი პროგნოზია, რომ იანი საქმეს კვლავ კარგად შეასრულებს" - უმარ ნურმაგომედოვი

2 საათის წინ სხვა
1 წთ

უმარ ნურმაგომედოვმა მერაბისა და იანის ტრილოგიაზე ისაუბრა. დაღესტნელი თვლის, რომ პიოტრი თავის საქმეს კვლავ იდეალურად შეასრულებს და მერაბს ისევ დაამარცხებს.

ჩემი პროგნოზია, რომ იანი საქმეს კვლავ კარგად შეასრულებს. პიოტრი მეორე ჩხუბში ჯანმრთელი იყო. შენს ჯანმრთელობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მეორე ჩხუბში მარჯვენა ხელით დატყმა შეეძლო. პირველ ბრძოლაში ეს არ შეეძლო, ასევე მხარიც დაზიანებული ჰქონდა. პიოტრს კარგი კრივი აქვს, მერაბს ჭიდაობა, თუმცა, მას ალჯოს მსგავსად მოწინააღმდეგის კონტროლი არ შეუძლია. მერაბს ეს უბრალოდ არ შეუძლია, რადგან გრეპლინგის ასეთი დონე არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, შეიძლება გადაიყვანოს, მაგრამ პიოტრი ადგება. - ამბობს უმარი

შეგახსენებთ, რომ ზუსტად ორ თვეში მერაბისა და იანის ტრილოგია შედგება. UFC 333 აბუ დაბიში 24 ოქტომბერს გაიმართება, მთავარ ბრძოლაში კი დვალიშვილისა და იანის საჩემპიონო დაპირისპირება შედგება.

სხვა სტატიები