ალისა ბელანდი: "საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემო იყო, სადაც კი მიჭიდავია"
2 დღის წინ
სხვა
1 წთ
27 წლის იტალიელმა ძიუდოისტმა, რომელიც მოქმედი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, თბილისში ევროპის ჩემპიონობის შემდეგ საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გარემო იყო, სადაც მას ოდესმე უჭიდავია.
"კონტინენტის საუკეთესობაა საოცარია, ეს იყო ის, რაც ყოველთვის მაკლდა, რადგან ოლიმპიური ჩემპიონი ვიყავი, მსოფლიოს ჩემპიონიც ვიყავი და ევროპის ჩემპიონობა პირველად მოვიპოვე.
„ბოლო შეჯიბრზე ბოლო წამს წავაგე. მე მჯერა, რომ ყველა ტიტული, ყველა შეჯიბრი განსაკუთრებულს გაძლევს. ყველა შეჯიბრის დროს შენ გადიხარ მოგზაურობას, რომელიც განსხვავდება სხვებისგან. ეს შეჯიბრი შესანიშნავი იყო და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამაში ქართული გარემო დამეხმარა. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გარემო, სადაც კი ოდესმე მიმიღია ასპარეზობა.
იგრძნობოდა, რომ ქართველებს ძიუდო ძალიან უყვართ და მთელი ინტერესითა და მონდომებით იყვნენ ჩართულები თითოეულ ბრძოლასა და მომენტში.
ზოგჯერ ზეწოლა უფრო მეტად საკუთარი თავისგან მოდის, ვიდრე ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანებისგან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეცადო ამის მართვას, მასზე მუშაობას, ყველაფერზე მუშაობას, რაც ამაშია..." - ალისა ბელანდი
27 წლის იტალიელმა ქალმა ძიუდოისტმა, რომელიც 78 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, დიდი სამეული შეკრა - როგორც სტატიის სტარტზე აღვნიშნეთ, იგი მოქმედი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ახლა უკვე ევროპის ჩემპიონია.
თბილისურ ევროპის ჩემპიონატამდე, მას კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოსა (2022) და ვერცხლის (2023) მედლები ჰქონდა, თბილისში კი მან ისტორიული ოქრო მოიგო.