Belive

U 17 | ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

3 წლის წინ სხვა
1 წთ

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

დღეს ქართველი მოჭიდავეები 5 მედლისთვის იბრძოდნენ.

92 კილოგრამ წონით კატეგორიაში საბა ფურცელაძემ ფინალში საიპულა გაჯიმაგომედოვი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ვერცხლის მედალი მოიპოვა ლუკა ლომაძემ (71 კგ), რომელმაც გადამწყვეტი შეხვედრა აბდურახმან აბდულკადიროვთან დათმო.

კობა ქარუმიძემ (51 კგ) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თურქ ომერ ალტასს მოუგო, ბრინჯაოს დაეუფლა საბა სურმანიძეც (60 კგ), რომელმაც დანიელ ზონის აჯობა.

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

სხვა სტატიები