Belive

"მარჯვენა თვალით კიდევ ვერაფერს ხედავს" - ტომ ასპინალის მამა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 321-ს მთავარი ბრძოლა მძიმე წონის საჩემპიონო ქამარზე გაიმართა. ჩხუბი შედეგის გარეშე, დასრულდა, რადგან განმა ასპინალს თვალი თითით დაუზიანა. ერთი შეხედვით, თითქოს ინგლისელის თვალი არც ისე იყო დაზიანებული. თუმცა, ტომის მამა ამბობს, რომ თავის შვილს მხედველობა ამ დრომდე არ აქვს აღდგენილი.

თვალი ცუდ მდგომარეობაშია, კარგად ნამდვილად არ არის. მარჯვენა თვალით კიდევ ვერაფერს ხედავს. ამბობს, რომ ყველაფერი ნაცრისფერია. მარცხენა თვალით კი მხოლოდ 50%-ს ხედავს. ერთ თვალში გამოსახულება დაბინდული აქვს, მეორე თვალით კი საერთოდ ვერ ხედავს. მისი თვალის კუნთები საკმარისად არ მუშაობენ. - ამბობს ასპინალის მამა

ვინაიდან ასპინალისა და განის ჩხუბი შედეგის გარეშე გამოცხადდა, ქამარი მოქმედ ჩემპიონს დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტომ ასპინალი კვლავ მძიმე წონის ჩემპიონია.

სხვა სტატიები