"ბედნიერი ვიქნები თუ ჩემი დებიუტი კრივში შაკურის წინააღმდეგ შედგება" - ილია თოფურია
ილია თოფურიას კრივის მიმართ ინტერესი ახალი არ არის. ყველამ ვიცით, რომ UFC-ში თავისი კრივით სახელგანთქმულ ჩემპიონს, დიდ რინგზეც სურს ბედის ცდა. "მატადორმა" ბევრი სასურველი მეტოქე დაასახელა. ამჯერად, ის შაკურ სტივენსონის შესახებ საუბრობს, რომელმაც ილიას მიმართ ცუდი კომენტარი გააკეთა.
ის ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს. ჩემს მიმართ რაღაცნაირი სიძულვილი აქვს. ვგრძნობ, რომ შემიძლია კრივში გადავიდე და მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლებს დავუპირისპირდე. ბედნიერი ვიქნები თუ ეს შაკურის წინააღმდეგ მოხდება, რადგან ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს, ეს უბრალოდ ბრწყინვალე იქნებოდა. - განაცხადა ილია თოფურიამ
Ilia Topuria says he wants to box Shakur Stevenson to shut him up 👀
— Happy Punch (@HappyPunch) May 27, 2026
“He talks too much. He has some hate for me. I feel I can go to boxing and face the best in the world. If it happens, I’ll be happy. Against Shakur, who talks too much, it would be great.”
(via @vicblends) pic.twitter.com/eLCrmr4jss
შაკურმა ტვიტერზე დაწერა, რომ თოფურიას ნამდვილ კრივს დიდ რინგზე აჩვენებდა. მისი აზრით, ილია ერთ დარტყმასაც ვერ გაუტარებს.
"მატადორს" ახლა ბევრად მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის, რომელიც თეთრი სახლის მთავარი ჩხუბი იქნება. ის 15 ივნისს ჯასტინ გეიჯის შეხვდება და ეს ბრძოლა მსუბუქი წონის ტიტულის მფლობელს გამოავლენს.