Belive

"მჯერა, რომ ხაბიბზე და ისლამზე უკეთესი რეზიუმე მაქვს" - ჩარლზ ოლივეირა

15 საათის წინ სხვა
1 წთ

ოლივეირა ამბობს, რომ ბრძოლების თვალსაზრისით მახაჩევზე და ხაბიბზე უკეთესი რეზიუმე აქვს. ბრაზილიელის თქმით, კარიერის განმავლობაში უფრო მეტ დიდ სახელს დაუპირისპირდა ვიდრე ეს ორი.

ხაბიბი საქმიდან დაუმარცხებელი გავიდა. ისლამი ისტორიას ქმნის და ორი დივიზიონის ჩემპიონია. მაგრამ, როცა რეზიუმეს ჩახედავ, სახელებს, მოგებებს, რეკორდს და იმასაც გავითვალისწინებთ რისი გამოვლა მომიწია, მჯერა ჩემი რეზიუმე საუკეთესოა. - ჩარლზ ოლივეირა

შეგახსენებთ, რომ ჩარლზ ოლივეირას წინ მაქს ჰოლოუეისთან ჩხუბი ელის. ბრძოლა 8 მარტს გამთენიისას გაიმართება. ეს დაპირისპირება BMF-ის ტიტულისთვის შედგება.

სხვა სტატიები