Belive

"თუ გინდათ მერაბი დაამარცხოთ, უნდა გათიშოთ და დააძინოთ" - შონ ო'მალი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალიმ მერაბ დვალიშვილის დამარცხების გზაზე ისაუბრა. როგორც ჩანს, ორი ბრძოლის შემდეგ "შუგამ" გასაღებს საბოლოოდ მიაგნო.

მერაბის დასამარცხებლად ერთი დარტყმის გატარებაა საჭირო. უნდა შეგეძლოს, რომ სნაიპერივით ისროლო. ის სტრაიკინგში ნელ-ნელა თავდაჯერებას იმატებს და გარკვეულ ხვრელებს ტოვებს. მძულს ამის თქმა, მაგრამ მე ერთადერთი ვარ ვინც მისი დამარცხება შეძლო. ჯერჯერობით, არ ჩანს ვინმე რომელიც მერაბს დაამარცხებს. თუ გინდა ეს ბიჭი დაამარცხოთ, უნდა გათიშოთ და დააძინოთ. - ამბობს შონ ო'მალი

შეგახსენებთ, რომ მერაბმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მესამედ დაიცვა. ამ მიღწევით ის ლეგენდარულ დომინიკ კრუზს გაუთანაბრდა.

სხვა სტატიები