"ძალიან რთულია იწინასწარმეტყველო ვინ მოიგებს ამ ჩხუბში" - ტიმ ეულში
15 საათის წინ
სხვა
1 წთ
შონ ო'მალის მწვრთნელმა მერაბისა და იანის მორიგ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ამერიკელ უჭირს პროგნოზის გაკეთება, თუმცა, თვლის, რომ მერაბი ისეთივე ძლიერ ვეღარ არის. გარდა ამისა, ის გარემოებებიც ჩამოთვალა, რომელმაც პირველ ჩხუბში იანის დამარცხებაში ხელი შეუწყო.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მერაბი დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაბრუნდება. მერაბი არც ისე ახალგაზრდაა და 5-რაუნდიანი ჩხუბისთვის მზადებას შენგან ბევრი მიაქვს. ის არც ისე ჯანმრთელად ცხოვრობს, რადგან ვარჯიშამდე საერთოდ არ ხურდება.
Apex-ის პატარა გალიამ პირველ ჩხუბზე გავლენა იქონია, რადგან იანის ჩავლება მერაბისთვის მარტივი იყო. პირველ ჩხუბში იანი მარჯვენა ხელს თითქმის არ იყენებდა, მეორე ჩხუბში კი მერაბს დარტყმებით ანგრევდა.
ძალიან რთულია იწინასწარმეტყველო ვინ მოიგებს ამ ჩხუბში. - ამბობს შონ ო'მალის მწვრთნელი
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და იანის მესამე ჩხუბი აბუ დაბიში 24 ოქტომბერს გაიმართება. დვალიშვლმა ჩემპიონის ტიტული სწორედ პიოტრის წინააღმდეგ წააგო და რევანშის კარგი შანსი აქვს. აქვე იმასაც აღვნიშნავს, რომ დვალიშვილსა და იანს შორის ანგარიში 1:1 არის.