Belive

ტომ ასპინალის ოქტაგონში დაბრუნება ისევ გადაიდო

4 დღის წინ სხვა
1 წთ

ტომ ასპინალის ოქტაგონში დაბრუნების ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია. Matchroom Boxing-ის ხელმძღვანელის, ედი ჰერნის განცხადებით, UFC-ის მძიმე წონის მოქმედი ჩემპიონი ჯერ კიდევ არ არის მზად ბრძოლისთვის. ჰერნის თქმით, ასპინალს დაბრუნება ძალიან სურს და მენტალურად სრულად მოტივირებულია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მის ფიზიკურ მდგომარეობასა და შესაბამისი კომისიის ნებართვაზეა დამოკიდებული.

„ერთადერთი საკითხი, რაც უნდა გავარკვიოთ, არის ის, თუ როდის იქნება დასაბრუნებლად ასპინალი მზად. ეს მენტალურ მდგომარეობას არ ეხება - ყველაფერი მისი ტრავმისა და კომისიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“ - ედი ჰერნი

ასპინალმა მძიმე წონის საჩემპიონო ტიტული გასული წლის ოქტომბერში სირილ განის წინააღმდეგ დაიცვა. ბრძოლა პირველივე რაუნდში შეწყდა. განმა ასპინალს ორჯერ თვალში თითი ჩაარტყა, რის შედეგადაც ბრიტანელმა მებრძოლმა ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. შეხვედრას საბოლოოდ No Contest-ის სტატუსი მიენიჭა.

ინციდენტის შემდეგ ასპინალს UFC-ის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა. მებრძოლი უკმაყოფილო იყო და აცხადებდა, რომ UFC-ის პრეზიდენტმა მისი თვალის ტრავმის სერიოზულობა სათანადოდ ვერ შეაფასა.

ასპინალმა თვალზე რამდენიმე სამედიცინო პროცედურა ჩაიტარა და ამჟამად რეაბილიტაციის პროცესს გადის. ბრიტანელი ჩემპიონი აცხადებს, რომ გამოჯანმრთელება კარგად მიმდინარეობს და ბრძოლის შესაძლებლობის მიღებისთანავე ოქტაგონში დაბრუნებისთვის მზად იქნება. ამ დროისთვის კი ასპინალის დაბრუნების კონკრეტული თარიღი კვლავ უცნობია.

სხვა სტატიები