"რატომღაც დამნაშავე არასდროს გამოდიხარ“ - მახაჩევი ჯონ ჯონსს დაუპირისპირდა
სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება გაღვივდა. გასული საღამოდან მოყოლებული ისლამ მახაჩევსა და ჯონ ჯონსს შორის სიტუაცია ოდნავ დაიძაბა. ჯონსს დაღესტნელის მხრიდან გაკეთბული განცხადება არ მოეწონა, სადაც ჯონის კარიერაში გამოყენებულ დოპინგებზე საუბრობს. "ძვლებმა" ამ განცხადებას X-ს პოსტით უპასუხა.
მოდით, ეს კვირა იმ ჭორების გაქარწყლებით დავიწყოთ, რომლებსაც ის ხალხი ავრცელებს, ვინც მე მომსდევს:
1. თუ სჯერათ USADA-სი, რომელმაც ჩემს ორგანიზმში ერთი გრამი აკრძალული ნივთიერება იპოვა, მაშინ USADA-სი ისიც უნდა გჯეროდეთ, როდესაც ამბობენ: „დადგენილი არ არის, რომ ეს შედეგის გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული ან განზრახ იყო მიღებული“. ორივე სტანდარტით ერთდროულად ვერ იხელმძღვანელებთ.
2. რაც მახსოვს, ყოველ ჯერზე, როცა ოქტაგონზე შევდიოდი, ზევით ჩემი ხელი იწეოდა.
3. შენმა საკუთარმა მწვრთნელმა თქვა, რომ მე ღმერთისგან ბოძებული საჩუქარით ვიყავი დაჯილდოვებული.
4. ნუ დავივიწყებთ, რომ შენ ნოკაუტშიც გაგგზავნეს, მიწაზე გაბრტყელებული იყავი და ტკბილად გეძინა.
5. DC თავში წიხლი ჩაგარტყი და აგრძელებ საკუთარი თავის მოტყუებას, რომ ეს სტეროიდების ბრალი იყო.
რაც გჭირდებათ იმისთვის, რომ ღამით მშვიდად დაიძინოთ, ის დაიჯერეთ.
განაგრძეთ დევნა, მწვერვალზე სიმარტოვეა. ისლამ, იმედია ოდესმე აქ, ზემოთ გიხილავ! - წერს ჯონსი
Let’s start this week by dispeling rumors that have been spread by people chasing me:
— Jonny Meat (@JonnyBones) September 14, 2026
1. If you believe USADA for finding a pico gram in my system, then you must believe USADA when they say “It was not found to be PERFORMANCE ENHANCING or INTENTIONAL”. You can’t have it both…
ლეგენდის ეს განცხადება ისლამ მახაჩევმა უპასუხოდ არ დატოვა და უთხრა, რომ მისთვის წესების დარღვევა უცხო ხილი არ არის.
ჯონ, მე არ ვცდილობ შენი მიღწევების დაკნინება, მაგრამ მთელი შენი ცხოვრება, ასე თუ ისე, წესების დარღვევასთან არის დაკავშირებული და რატომღაც, დამნაშავე არასდროს გამოდიხარ. - განაცხადა მახაჩევმა
Jon, I’m not trying to diminish your achievements in any way. But your whole life seems to be tied to breaking the rules one way or another, and somehow, you’re never the one to be blamed.
— Makhachev Islam (@MAKHACHEVMMA) September 15, 2026
ასეა თუ ისე, ისლამ მახაჩევის სიტყვებში სიმართლე ნამდვილად არის. ჯონ ჯონს მთელი კარიერის განმავლობაში, აკრძალულ ნივთიერებთან პრობლემები მუდამ ჰქონდა. ამერიკელი ჩემპიონი არც დიდი მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობით გამოირჩეოდა და არაფხიზელ მდგომარეობაში საჭესთან ბევჯერ მჯდარა. ჯონ ჯონსს ნარკოტიკებთანაც ჰქონია შეხება და არც ოჯახურ ძალადობებს ერიდება.