Belive

"ახალ დივიზიონში ყველა მეტოქეს ერთ დონეზე ვაყენებ" - ისლამ მახაჩევი

2 საათის წინ სხვა
1 წთ

ისლამ მახაჩევმა ქვესაშუალო წონის დივიზიონის მთავარი კონტენდერები შეაფასა და თავისი პოტენციური მეტოქეები ერთმანეთს შეადარა. UFC-ის ჩემპიონმა კარლოს პრატესი, შავკატ რახმონოვი და მაიკლ მორალესი ერთ დონეზე დააყენა, იაროსლავ ამოსოვის საფრთხე სრულად უარყო, ხოლო იან გარი თავისი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოცდად და დივიზიონის მომავალ ჩემპიონად დასახელა.

მართალი რომ გითხრათ, პრატესს, შავკატსა და მორალესს ერთ დონეზე ვაყენებ. კარლოსს დარტყმის დიდი ძალა აქვს და სახიფათოა. მორალესი თავად ძალიან დიდია და როგორც ჭიდაობაში, ისე დგომშიც საფრთხეს წარმოადგენს. შავკატიც, ზოგადი უნარების თვალსაზრისით, ძალიან სერიოზული მეტოქეა.

არ ვფიქრობ, რომ ამოსოვი სახიფათო მეტოქეა. ვინმემ მისი ჭიდაობა შეაჩერა და ნახეთ, რა მოხდა. მას სახიფათო მებრძოლად საერთოდ არ მივიჩნევ.

ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და სერიოზული ბრძოლა იან გარისთან იყო. მას შემდეგ, რაც ჩემპიონი აღარ ვიქნები, ტიტულს ის მოიგებს. - თქვა ისლამ მახაჩევმა

შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა იან გარისთან უმძიმეს 5-რაუნდიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა. ირლანდიელმა ჩემპიონს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნა და საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა.

სხვა სტატიები