Belive

შონ სტრიკენდმა ჯასტინ გეიჯი გააკტირიკა

2 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი დალასში გამართულ 2026 წლის რესპუბლიკელთა შუალედური არჩევნების კონვენციაზე სიტყვით გამოვიდა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. გეიჯიმ მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიღწეული გამარჯვების შემდეგ მოდუნება არ შეიძლება. 

გეიჯის ამ ნაბიჯს მალევე გამოეხმაურა საშუალო წონის ჩემპიონი შონ სტრიკლენდი, რომელიც წარსულში ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო, ბოლო დროს მისი მკვეთრი კრიტიკოსი გახდა. საშუალო წონის ჩემპიონი გაოცებას ვერ მალავს იმის გამო, რომ გეიჯი კვლავ აგრძელებს ტრამპის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა, მისი აზრით, მიცემული პირობები ვერ შეასრულა.

„ტრამპის დაპირებებისა და რეალური შედეგების გათვალისწინებით არ მესმის, ჯასტინ გეიჯი კვლავ როგორ რჩება რესპუბლიკელების მიმდევარი, მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ ყველანი 5000 დოლარიან ჩეკს მივიღებთ, რომლის გადახდაც თქვენს შვილებს მოუწევთ“  - შონ სტრიკლენდი

სტრიკლენდი ტრამპს დეპორტაციის, ახალი ომების თავიდან აცილების, ცხოვრების გაძვირებისა და სახელმწიფო ხარჯების შემცირების დაპირებების დარღვევაში ადანაშაულებს. მან ასევე აბსურდული უწოდა ტრამპის კიდევ ერთ დაპირებას, რომლის მიხედვითაც, შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელთა გამარჯვების შემთხვევაში, თითოეული სრულწლოვანი მოქალაქე 5,000 დოლარის ოდენობით „დივიდენდს“ მიიღებს.

სხვა სტატიები