მაიკლ მორალესმა კარლოს პრატესს ბრძოლამდე მოწევის შეწყვეტისკენ მოუწოდა
აგვისტოში იან გარის დამარცხებისა და საჩემპიონო ქამრის მორიგი წარმატებული დაცვის შემდეგ, ისლამ მახაჩევი ოქტაგონში დაბრუნებას არ ჩქარობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონმა თავდაპირველად მომდევნო წელს, რამადანის დაწყებამდე კიდევ ერთი ბრძოლის ჩატარების სურვილი გამოთქვა, UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანა უაითმა განაცხადა, რომ მახაჩევი ტიტულის დასაცავად რამადანის დასრულების შემდეგ გამოვა.
დაღესტნელი მებრძოლის მომდევნო მეტოქე კარლოს პრატესისა და მაიკლ მორალესის შორის გამარჯვებული იქნება. ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ UFC 336-ზე, რომელიც 2027 წლის 30 იანვარს გაიმართება, პრატესი და მორალეში ერთმანეთს ქვესაშუალო წონის დროებითი ქამრისთვის შეებრძლებიან.
სანამ პრატესი მახაჩევის მისამართით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდა, მორალესმა ყურადღება უშუალოდ მომავალ ბრაზილიელ ოპონენტზე გადაიტანა და მას ირონიულად, თუმცა მკაცრად მიმართა.
„მე თავის მართლებას არ ვიწყებ. ჩემს შანსს ველოდები და თითოეულ შესაძლებლობას მაქსიმალურად ვიყენებ. ახლა კი გაჩუმდი და მოწევას თავი დაანებე, დამიჯერე, ეგ ფილტვები ოქტაგონში ძალიან დაგჭირდება“ - მაიკლ მორალესი
პრატესისა და მორალესის ბრძოლა არა მხოლოდ დივიზიონის პრეტენდენტთა იერარქიას დაალაგებს, არამედ გამარჯვებულს პირდაპირ მახაჩევთან საჩემპიონო ქამრის მოპოვებისკენ გაუხსნის გზას.