"ერთმანეთში იჩხუბონ და გავიგებთ ვინაა ღირსეული კანდიდატი" - მახაჩევი
20 საათის წინ
სხვა
1 წთ
ისლამ მახაჩევმა კარლოს პრატესთან ბრძოლაზე უარი თქვა და ამისი მიზეზიც ახსნა. დაღესტნელი თვლის, რომ პრატესს გარისთან მარცხის გამო მასთან ბრძოლა არ შეეძლო. მისი აზრით, ნამდვილი კანდიდატის ვინაობას პრატესის და მორალესის ბრძოლა გაარკვევს.
დიახ, პრატესი და მორალესი იბრძოლებენ. ამ ჩხუბში გადაწყდება ვინაა ღირსეული კანდიდატი და მე გამარჯვებულს შევხვდები. მე პრატესთან ჩხუბი შემომთავაზეს, რომელიც გარისთან დამარცხდა. მე გარისთან ქამარი დავიცავი. თუ მე პრატესს დავამარცხებდი, მორალესი პირდაპირ სატიტულო ბრძოლას მიიღებდა, რომელიც არ იბრძვის და უბრალოდ ქამარზე ჩხუბს ელოდება. მოდი ვაჩხუბოთ ერთმანეთში და გავარკვიოთ ვინაა ნამდვილი კანდიდატი. - ამბობს მახაჩევი
🚨 Islam Makhachev explains why he turned down the Carlos Prates fight in January
— Championship Rounds (@ChampRDS) October 25, 2026
"They offered me a fight with Prates, who recently lost to [Ian Garry], someone I beat. If I beat him, Morales would already be next in line, who's not fighting and waiting for [a title shot].… pic.twitter.com/VvIbFvn3Xn
პრატესისა და მორალესის ბრძოლა ქვესაშუალო წონის დროებითი ქამრისთვის იქნება. ეს დაპირისპირება 31 იანვარს ტორონტოში გაიმართება, რომელიც საღამოს თანამთავარი ბრძოლა იქნება.