Belive

"თოფურიას რეალურ MMA-ს ბრძოლას ვაჩვენებ" - არმან ცარუკიანი

5 თვის წინ სხვა
1 წთ

არმან ცარუკიანმა დენილ კორმიესთან ინტერვიუ ჰქონდა. სომხემა მებრძოლმა რამდენიმე საკითხის შესახებ ისაუბრა. ჩვენთვის ყველაზე მთავარი ილიას თოფურიას ნაწილი იყო. არმანი ამბობს, რომ გასამარჯვებლად მას ჭიდაობის საკმარისი უნარები აქვს.

მეგონა თოფურია მესამე რაუნდში დააფინიშებდა. ვფიქრობდი, ილია არ იჩქარებდა და საკუთარ მომენტს დაელოდებოდა. ყველამ ვიცით, რომ ჩარლზს სუსტი ყბა აქვს. ის ბევრმა მებრძოლმა დააგდო. ამავდროულად, ძალიან მძიმე წონის კლების პროცესი ჰქონდა. მისი დრო უკვე წავიდა.

ილიას გამოსვლით გაოცებული დავრჩი იმიტომ, რომ მისი გათიშვა პირველ რაუნდში მოახერხა. ილიას ჩვენს დივიზიონში საუკეთესო კრივი აქვს. მისი საუკეთესო იარაღი კრივია. როცა ჩარლზი ასე გათიშა გაოცებული ვიყავი, ჩარლზი მოჭრილი ხესავით დაეცა.

პადის ოქტაგონზე მოხვედრა ჯო როგანის შეცდომა იყო. პიმბლეტისთვის არ უნდა დაეძახა. გაკვირვებული დავრჩი. შემდეგ დანამ თქვა, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო და დავმშვიდდი. მე ჩემპიონობის პირველი კანდიდატი და ყველაზე დამსახურებული მებრძოლი ვარ. ჩემს შემდეგ შეუძლიათ ეს შანსი მიიღონ, მაგრამ პირველი მე ვარ. ის ჩემი დონის მოჭიდავეს არ შეხვედრია, რომელიც თავისუფალ ჭიდაობას შესანიშნავად ფლობს.

უბრალოდ ბრძოლა მჭირდება, რომ ყველას ვაჩვენო. მე განსხვავებული ვარ. ყოველთვის ვვითარდები. ერთი სული მაქვს გამოვიდე და ვაჩვენო ვინ არის არმან ცარუკიანი. ილიასთან კრივს არ ვაპირებ. მას რეალურ MMA-ს ჩხუბს ვაჩვენებ. - განაცხადა არმან ცარუკიანმა

ამ ეტაპზე არმან ცარუკიანი მსუბუქი წონის რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს. სომეხმა ილიასა და ჩარლზის საჩემპიონო ჩხუბი დააზღვია, ამის ხარჯზე მსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლის შემდეგ პრეტენდენტად სწორედ ის განიხილება.

სხვა სტატიები