"დიდ სახელებს კარგი მიზეზი აქვთ, რომ არმანს თავი აარიდონ" - დენ ჰუკერი
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
Submission Radio-სთან საუბრისას დენ ჰუკერმა საინტერესო რამ განაცხადა. მისი თქმით, მსუბუქ დივიზიონში არმან ცარუკიანი საშიში ბიჭია. ჰუკერს არ უკვირს თუ რატომ არიდებენ "დიდი სახელები" სომეხთან ბრძოლას.
ამ დიდი სახელის მქონდე ბიჭებს კარგი მიზეზი აქვთ, რომ მასთან არ იბრძოლონ. არმანთან ჩხუბი ყოველთვის მინდოდა, არა იმიტომ, რომ ის ნაძირალაა და მეზიზღება, არამედ იმიტომ, რომ გულწრფელად ვფიქრობ, ის ყველაზე რთული მეტოქე იქნება. ყველა "დიდ სახელს" აქვს მიზეზი, რომ მასთან არ იბრძოლოს. ვფიქრობ, რომ ის საუკეთესოა ბრძოლების მოგებაში. სწორედ ამიტომ ბევრ მათგანს გასამართლებელი მიზეზი აქვს, რომ მასთან ბრძოლას თავი აარიდონ. - ამბობს დენ ჰუკერი
Dan Hooker believes the top lightweights are making excuses to avoid fighting Arman Tsarukyan 🥷💥
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) July 28, 2025
"All those big-name guys have a good excuse not to fight him. That’s the fight I always wanted—not because he’s a prick and I hate him, but because I genuinely think he’s the… pic.twitter.com/rjL1LcNWhi
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანი ილია თოფურიას პოტენციურ მეტოქედ განიხილება. ამ ეტაპზე სომეხი მსუბუქი წონის რეიტინგში მე-2 პოზიციაზეა.