"ქუჩაში ჩხუბისას ისლამს, დასტინს და თოფურიას დავიხმარებდი" - ჩარლზ ოლივეირა
22 საათის წინ
სხვა
1 წთ
ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას ოლივეირამ სამი მებრძოლი დაასახელა, რომელთაც ქუჩაში ჩხუბისას დაიხმარებდა. ბრაზილეილმა იქვე ამ სამში საუკეთესოც დაასახელა და ეს ისლამ მახაჩევია.
ისლამ მახაჩევი, დასტინ პორიე და ილია თოფურია. ამ სამიდან საუკეთესო მახაჩევია. ისლამი განსაკუთრებულად ნიჭიერი ოსტატია და ახლა ის თავდაუზოგავად მუშაობს ფეხის მოძრაობის გაუმჯობესებაზე. ის ერთ-ერთია იმ მებრძოლთაგან, ვინც ყველაზე შესამჩნევი ტრანსფორმაცია განიცადა. - ამბობს ოლივეირა
🫡👀 Charles Oliveira picks Islam Makhachev, Dustin Poirier and Ilia Topuria to go by his side in a case of a street brawl.
— Home of Fight (@Home_of_Fight) July 21, 2026
Says Islam Makhachev has the best transformation out of all fighters:
"Islam is an exceptionally talented master, and he is currently working hard on… pic.twitter.com/tKk8OBBXLO
შეგახსენებთ, რომ ოლივეირას სამივესთან აქვს ბრძოლა ჩატარებული. აქედან კი, მხოლოდ პორიეს დამარცხება. სწორედ "ბრილიანტან" დაიცვა პირველად თავისი ტიტული, რომელიც მახაჩევთან ჩხუბში დათმო. ამ ქამრის დაბრუნების შანსი ბრაზილიელს კიდევ ჰქონდა, მაგრამ ილიამ პირველივე რაუნდში გათიშა.