"მადლობა ღმერთს, თოფურიამ ჩემი კატეგორია დატოვა" - ჯინ სილვა
1 საათის წინ
სხვა
1 წთ
ბრაზილიელ მებრძოლს ჯინ სილვას ილია თოფურიაზე აზრი ჰკითხეს. მან მხოლოდ ის თქვა, რომ "მატადორი" უბრალოდ სხვა დონეზე დგას და მასთან მისასვლელად ბევრი სჭირდება.
თოფურიასთან ეს ბრძოლა წარმოუდგენელია. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი წონითი კატეგორიიდან წავიდა. სიგიჟეა, ეს ბიჭი სხვა დონეზეა. მე მისგან ძალიან შორს ვარ. - ამბობს სილვა
"Gracias a dios que Topuria se fue de mi categoría, está a otro nivel".
— Cristian (@MMASINLIMITES) September 11, 2026
- Jean Silva pic.twitter.com/9ltjdiVRdP
ჯინ სილვას წინ ხოსე დელგადოსთან ჩხუბი ელის, რომელიც UFC Noche-ს მთავარი ბრძოლა იქნება. ეს დაპირისპირება 13 სექტემბერს გამთენიისას დაიწყება.
რაც შეეხება ილიას, მას ჯერ ოფიციალურად არაფერი აქვს ჩანიშნული. როგორც იწერება, "მატადორის" მომავალი მეტოქე პადი ან ისევ გეიჯი იქნება.