Belive

"დვალიშვილი წლის საუკეთესო მებრძოლობას იმსახურებს" - უმარ ნურმაგომედოვი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

უმარ ნურმაგომედოვი ამბობს, რომ მერაბ დვალიშვილი წლის საუკეთესო მებრძოლის სტატუსს იმსახურებს. დაღესტნელმა ისიც თქვა, რომ მერაბის მსგავსი არავინაა.

ჩემი აზრით, ის იმსახურებს, რომ წლის საუკეთესო მებრძოლი იყოს. მერაბი წელს მეოთხედ იბრძოლებს ტიტულისთვის. ამას არავინ აკეთებს. ის ძალიან აქტიურია და გასაოცარია. ყველა იგივეს გეტყვით, მხოლოდ მე არა. ეს ძალიან მაგარი შედეგია და როგორც მებრძოლი, მერაბი კარგია. - ამბობს უმარ ნურმაგომედოვი

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ქამარი პირველად სწორედ უმარის წინააღმდეგ დაიცვა. "მანქანა" საკუთარი ტიტულის დაცვა წელს კიდევ ერთხელ შეეცდება. ეს 6 დეკემბერს პიოტრ იანის წინააღმდეგ იქნება.

სხვა სტატიები