"ილიას ტვინი ჯერ კიდევ ზიანის ქვეშაა" - ედი ალვარესი
ილია თოფურია კიდევ ერთმა ადამიანმა გააფრთხილა, რომ გეიჯისთან ჩხუბი არ მიიღოს. ედი ალვარესის თქმით, "მატადორი" ჯერ მზად არ არის იგივე გადაიტანოს, რაც თეთრი სახლის ბრძოლის საღამოს გამოიარა. მსუბუქი ჩემპიონის აზრით, ილია თუნდაც თვლიდეს, რომ მზადაა გეიჯისთან გასასვლელად, მისი ტვინი ჯერ ისევ არ გამოჯანმრთელებულა.
რემატჩი, რომ მიიღო პირველი ჩხუბი მინიმუმ ახლო უნდა იყოს. ეს კი ძალიან ცუდი იყო. ვხედავდი UFC-ს როგორ სურდა ილიასთვის გვირგვინი დაედგა. ეს უნდათ, რადგან ამ ბიჭს კომპანიისთვის დიდი ფულის მოტანა შეუძლია. ილიასთვის კიდევ ერთი ბრძოლის მიცემა UFC-სთვის უბედურებას მოიტანს. მისი ტვინი ჯერ კიდევ ზიანის ქვეშაა. ისეთივე ვეღარ იქნება, რადგან კრიტიკულ მომენტებში ტვინი არ გაუშვებს და სიგნალს მიიღებს, რომ გაჩერდეს. ილია ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორც იქამდე იყო, სანამ ჯასტინი გაანადგურებდა. ჩემი აზრით, მას შედარებით მარტივი მეტოქე სჭირდება, რომ თავდაჯერება ხელახლა მოიხვეჭოს. თუნდაც ილია ფიქრობდეს, რომ მას ეს შეუძლია, ტვინი ჯერ კიდევ მძიმედაა. - ამბობს ედი ალვარესი
Eddie Alvarez cautions Ilia Topuria against taking a Justin Gaethje rematch after his "bad" UFC title loss.
— The Bohnfire MMA (@TheBohnfireMMA) September 10, 2026
"It could be a disaster for the UFC. Giving him that other shot, Justin and Trevor (Wittman) kind of got his number." pic.twitter.com/K3LobUqTSu
აღსანიშნავია, რომ ილიასთან ზედიზედ მეორე ჩხუბით მოხიბლული დიდა არც გეიჯია და ირიბად თუ პირდაპირ, სულ ამბობს, რომ სხვა მეტოქე სურს. ყველაფრის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ ილია თოფურია პადი პიმბლეტის წინააღმდეგ დაბრუნდეს.