"თოფურიას ისლამთან ჩხუბისთვის ერთი გამარჯვება არ ეყოფა" - ხავიერ მენდესი
ხავიერ მენდესის თქმით, ილია თოფურიას ბოლო მარცხმა ისლამ მახაჩევთან სუპერ-ბრძოლა დიდი ხნით გადაიწია. მენდესს მიაჩნია, რომ თოფურიას ამ პოზიციაში დასაბრუნებლად ერთზე მეტი შთამბეჭდავი გამარჯვება დასჭირდება. ხავიერმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა, რამდენად კარგად მოერგება თოფურიას შედარებით პატარა აღნაგობა ქვესაშუალო წონას. მან ასევე დივიზიონებს შორის მკვეთრ ნახტომს ხაზი გაუსვა.
დიახ, მისმა მარცხმა ნამდვილად შეცვალა ამ ბრძოლის ჩატარების პერსპექტივა. ახლა მას კიდევ ერთი ბრძოლის ჩატარება მოუწევს და ის შთამბეჭდავ სტილში უნდა მოიგოს. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ბრძოლა დასჭირდება, რადგან მხოლოდ ერთი გამარჯვება საკმარისი არ იქნება.
ილია ტანით შედარებით პატარაა და არა მგონია, რომ მისი სხეული ქვესაშუალო დივიზიონს ისე კარგად მოერგოს, როგორც ამას თავად ისურვებდა. ეს ძალიან დიდი ნახტომია, ძალიან დიდი... - განაცხადა მენდესმა
Javier Mendez says Ilia Topuria’s recent loss has significantly changed the trajectory of a potential super fight with Islam Makhachev, believing Topuria will need more than one impressive win to get back into position.
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) August 20, 2026
“Well, his loss has definitely changed the trajectory of… pic.twitter.com/140LxS5kgP
შეგახსენებთ, ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამრის მოპოვების შემდეგ ღიად განაცხადა, რომ სურდა მსუბუქ წონაში ასვლა და ორი დივიზიონის ჩემპიონის სტატუსის მოპოვება. მისი მთავარი სამიზნე სწორედ ისლამ მახაჩევი იყო, რომელიც ქვესაშუალო წონაში ავიდა. ილიამ ორმაგი ჩემპიონობა მოახერხა, თუმცა, ისლამის დამარცხების გარეშე.