Belive

ჯონ ანიკი: "გეიჯისა და ილიას მეორე ბრძოლაზე მოლაპარაკება მიდის"

3 საათის წინ სხვა
1 წთ

UFC-ს კომენტატორი, ჟურნალისტი და წამყვანი ჯონ ანიკი ამბობს, რომ გეიჯისა და ილიას მეორე ბრძოლის ჩანიშვნა საკმაოდ მოსალოდნელია. ამერიკელის თქმით, ეს დაპირისპირება უდიდესი მოვლენა იქნება. ანიკმა ისიც დაამატა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შიდა საუბრები უკვე დაწყებულია.

ვფიქრობ, შიდა საუბრები უკვე მიდის, რომ გეიჯისა და ილიას მეორე ჩხუბი ჩაინიშნოს. რემატჩი უდიდესი ბრძოლა იქნება. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ მოსალოდნელია. - ამბობს ჯონ ანიკი

შეგახსენებთ, რომ ილიამ ჩემპიონის ქამარი სწორედ ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დაკარგა. "მატადორის" კარიერაში ეს პირველი წაგება იყო და ფიზიკური დაზიანებებიც საკმაოდ მძიმე მიიღო. ახლა თოფურია უკვე გამოჯანმრთელდა და დასაბრუნებლადაც მზადაა.

სხვა სტატიები