Belive

"ვიცი, რომ ამ ბიჭის დამარცხება შემიძლია" - მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანზე

10 საათის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი ამბობს, რომ პიოტრ იანთან კვლავ თავისი თავი იქნება. ბოლო ჩხუბი ზუსტად იმიტომ დათმო, რომ საკუთარ სტილს უღალატა და იანს თამაშში აჰყვა.

მეორე ჩხუბში მისი ჩხუბი ვიჩხუბე. მის წინ ვიდექი და კრივის დარტყმებს ვცვლიდი. ამჯერად ჩემი თავი ვიქნები, მეტად ბასრი. ვიცი, რომ ამ ბიჭის დამარცხება შემიძლია. ის ძლიერი და კარგადაც ურტყამს. ერთი სული მაქვს როდის ვიბრძოლებ, კარგი ჩხუბი გამოვა. - მერაბ დვალიშვილი

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის ანგარიში 1:1 არის. მათი გზები პირველად 2023 წელს გადაიკვეთა. ჩემპიონობისკენ მიმავალმა დვალიშვილმა იანის ბარიერი მარტივად გაიარა და 5-რაუნდიან ჩხუბში მეტოქე პირწმინდად დაჯაბნა. რაც შეეხება მეორე ჩხუბს, იქ მერაბი უკვე ჩემპიონის რანგში იყო. სამწუხაროდ იანმა შეძლო რევანშის აღება და ახლა სწორედ ის არის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი. მათი მესამე დაპირისპირება აბუ დაბიში 24 ოქტომბერს გაიმართება.

სხვა სტატიები