Belive

„ეს პროვოკაციაა, გული ცივი უნდა მქონდეს“ - იანი დვალიშვილის ტაქტიკაზე

14 საათის წინ სხვა
1 წთ

პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილის მხრიდან გამოჩენილ გადამეტებულ პატივისცემასა და უმიზეზო სიკეთეს ფსიქოლოგიურ პროვოკაციად მიიჩნევს. რუსი მებრძოლის თქმით, ქართველი ცდილობს ის ემოციურ საქანელაზე აიტყუოს, თუმცა იანი აცხადებს, რომ ოქტაგონზე ცივი გონებით შევა.

ჩემი აზრით, ეს სიკეთე მისი სტრატეგიის ნაწილია. ცდილობს, რომ ემოციურ საქანელაზე ამიტაცოს. ამ სიკეთეს ის სრულიად უმიზეზოდ აფრქვევს. ჩემი გადმოსახედიდან ეს პროვოკაციაა, ჩემი გული და გონება ცივი უნდა იყოს.უნდა გესმოდეს, რომ ეს პროვოკაციაა და როდესაც გალია დაიკეტება, ორივე მხარე თავის საუკეთესოს გამოავლენს. ეს ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება. - პიოტრ იანი

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში გამართულ პირველ შეხვედრაში მერაბ დვალიშვილმა 5-რაუნდიანი ბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. თუმცა, რევანშში რუსმა სპორტსმენმა ტაქტიკის შეცვლა შეძლო და უმძიმეს ორთაბრძოლაში გამარჯვებით ქამარი მოიპოვა. პიოტრ იანისა და მერაბ დვალიშვილის ტრილოგია 2026 წლის 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, Etihad Arena-ზე, UFC 333-ის ფარგლებში შედგება.

სხვა სტატიები