Belive

"სატიტულო ჩხუბს მიიღებს ის, ვინც უკეთ იბრძოლებს" - ჰენრი სეხუდო

9 საათის წინ სხვა
1 წთ

ჰენრი სეხუდოს აზრით, ჯასტინ გეიჯის ტრავმების ფონზე, მსუბუქ დივიზიონში მოვლენები ასე უნდა განვითარდეს: ილია თოფურიამ პადი პიმბლეტთან, ხოლო უსმან ნურმაგომედოვმა არმან ცარუკიანთან უნდა იჩხუბოს. Triple C-ს გეგმით, ამ ორთაბრძოლებში გამარჯვებულებს შორის ის მებრძოლი მიიღებს საჩემპიონო შანსს, ვინც ოქტაგონზე თავს ყველაზე შთამბეჭდავად წარმოაჩენს

თუ ჯასტინ გეიჯი ასე დაზიანებულია, მაშინ ილიას და პადის ბრძოლა ჩანიშნონ. ასევე უნდა შედგეს უსმან ნურმაგომედოვისა და არმან ცარუკიანის ბრძოლაც. აქედან ვინც ყველაზე კარგად წარმოაჩენს თავს, სატიტულო ჩხუბს სწორედ ის მიიღებს. - ამბობს სეხუდო

მსუბუქ წონაში მართლაც ძალიან კონკურენტული გარემოა. ცარუკიანმა ფაქტობრივად ყველა მებრძოლს მოუგო და სატიტულო ბრძოლას მაინც ვერ იღებს. პადი გეიჯისთან დამარცხების შემდეგ, ძალიან დამაჯერებლად დაბრუნდა და ბენუა სენ-დენი შესანიშნავი მახრჩობელათი გაგუდა. რაც შეეხება ილიას, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩემპიონი იყო და გეიჯისთან რევანში მისთვის პრინციპის საკითხია. უსმან ნურმაგომედოვს კი, რომელიც ჯერ UFC-შიც არ გადმოსულა, ბევრი სატიტულო ბრძოლის პრეტენდენტად მიიჩნევს.

სხვა სტატიები