Belive

"ეს ჰოლოუეი უნდა იყოს" - კონორი UFC-ს ბოლო ბრძოლაზე საუბრობს

2 საათის წინ სხვა
1 წთ

კონორ მაკგრეგორმა UFC-ის ოქტაგონზე სავარაუდო დაბრუნების შესახებ მორიგი განცხადება გაავრცელა. გლაზგოში გამართული BKFC-ის პრესკონფერენციაზე ირლანდიელმა ის ერთადერთი მეტოქე დაასახელა, რომელთან შეხვედრაც სურს - მაქს ჰოლოუეი.

ეს ჰოლოუეი უნდა იყოს. მოდით, ეს კიდევ ერთხელ გავაკეთოთ. ამ ბიჭს ერთხელაც არ შემოუტევია. ის იყო ის, ვინც ბრძოლის შეჩერება ითხოვა. მსაჯს უყვიროდა. მან გააჩერა ბრძოლა! წარმოიდგინეთ, აღნიშვნა რომ დამეწყო, ღობეზე გადავმხტარიყავი და მეყვირა, რომ მოვიგე. მას ჩხუბი არ უნდოდა. - განაცხადა კონორმა

კონორის ბოლო გამოსვლა UFC-ში არც ისე წარმატებული გამოდგა. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ირლანდიელი მაქვს ჰოლოუეის უპირისპირდებოდა, მაგრამ ბრძოლის საწყის წუთებში დაზიანება მიიღო და ჩხუბის გაგრძელება ვერ შეძლო.

სხვა სტატიები