"მახაჩევს ბევრი ფული აქვს და გაზარმაცდა" - კარლოს პრატესი
კარლოს პრატესმა ისლამ მახაჩევის შესახებ საკმაოდ პირდაპირი და დამცინავი განცხადება გააკეთა. ბრაზილიელის აზრით, ისლამის მხრიდან ჩხუბების გაჭიანურებას შიში სულაც არ უდევს საფუძვლად. საქმე სულ სხვა ფაქტორებთან გვაქვს. როგორც კარლოსი ამბობს, მახაჩევი ზედმეტად გამდიდრდა და დაღესტნელი ამან გააზარმაცა.
ზარმაცია, საბრძოლო მომზადების გავლა არ უნდა. ალბათ ბევრი ფული აქვს და ამიტომაც არ იბრძვის. ვფიქრობ, იმიტომ კი არ ერიდება ჩემთან ჩხუბს, რომ ეშინია, უბრალოდ ვარჯიში ეზარება. - ამბობს პრატესი
💸😴 Carlos Prates says Islam Makhachev isn’t scared to fight him, he’s just ‘lazy’ and ‘rich as f*ck’
— Home of Fight (@Home_of_Fight) November 6, 2026
“Maybe he’s lazy. Maybe he don’t want to do a fight camp right now... maybe he’s rich as f*ck. I think not because he’s scared, but he just don’t want [to] train.”
(via… pic.twitter.com/efRKlLjEgB
პრატესი იმედოვნებდა, რომ 2027 წლის იანვარში ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ბრძოლაში ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდებოდა, თუმცა მოქმედი ჩემპიონი ოქტაგონში დაბრუნებას მომავალი წლის რამადანის შემდეგ გეგმავს. შესაბამისად, ბრაზილიელი 30 იანვარს ტორონტოში, Scotiabank Arena-ზე გასამართ UFC 336-ზე დაუმარცხებელ მაიკლ მორალესს დროებითი ქამრისთვის დაუპირისპირდება.