Belive

"ყველაზე მეტი ღამეში 2 000 დოლარი გამომიმუშავებია" - ჯონ მაკარტი

3 დღის წინ სხვა
1 წთ

MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა და ლეგენდარულმა მსაჯმა ჯონ მაკკარტიმ, საბრძოლო სამყაროს კულისებს მიღმა არსებულ მწვავე პრობლემაზე ისაუბრა. მაკკარტის თქმით, იმ უზარმაზარი წნეხისა და საფრთხეების ფონზე, რისი გადატანაც მსაჯებს ყოველდღიურად უწევთ, UFC-ის ღონისძიებებზე ანაზღაურება კატასტროფულად დაბალია.

სიმართლეს გეტყვით. UFC-ში ყველაზე მეტი 2 000 დოლარი გამოვიმუშავე. ეს იყო ჩემი ბოლო გამოსვლა ნიუ-იორკში, 2017 წელს... მთელ იმ საღამოში 2 000 დოლარი მივიღე.

ფსონები სპორტის უზარმაზარ ნაწილად იქცა. როდესაც ადამიანები ყველაფერს სწორად აკეთებენ, მათ მაინც კორუმპირებულებს უწოდებენ. მათ შეურაცხყოფას აყენებენ და სიკვდილით ემუქრებიან. საბოლოოდ, როცა ასეთ ფულს გამოიმუშავებ და ამდენ სტრესთან გამკლავება გიწევს, ხვდები, რომ ეს ამად უბრალოდ არ ღირს - განაცხადა მაკარტიმ

ზოგადად UFC-ში ანაზღაურების პრობლემა დიდი ხანია დგას და დანა უაითს ბევრი უჩივის. მსაჯებთან ერთად მებრძოლებიც უკმაყოფილონი არიან. ბოლო, რომელმაც ამ საკითხზე ღიად ისაუბრა, შონ სტრიკლენდი იყო. ამერიკელი ჩემპიონი ამბობდა, რომ ორგანიზაციას დატოვებდა თუ საკმარის ანაზღაურებას არ მიიღებდა.

სხვა სტატიები