Belive

"როგორც წესი ილია ნოკაუტებით იგებს და პადის გათიშვა ძალიან რთულია" - არმან ცარუკიანი

3 საათის წინ სხვა
1 წთ

არიელ ელვანისთან ინტერვიუში არმან ცარუკიანმა პადისა და თოფურიას შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა. ცარუკიანს პროგნოზის გაკეთება გაუჭირდა, რადგან ილიას გამარჯვების ძირითადი გზა ნოკაუტია და პიმბლეტს კი ძალიან კარგი ყბა აქვს.

პროგნოზი რთულია. იმაზეა დამოკიდებული ილია როგორ გამოიყურება. ან ილია მაგარი ფორმით გამოვა და პადის გათიშავს ან წააგებს, რადგან პადის ძალიან კარგი ყბა და კარდიო აქვს. როგორც წესი ილია ნოკაუტებით იგებს და პადის გათიშვა ძალიან რთულია. ეს ბრძოლა 50-50-ზე არის.

ამ წაგების შემდეგ ბევრად მოტივირებული და მშიერი დაბრუნდება. შესაძლოა მეტად ფოკუსირებული გახდა და იქნება ახლა უკეთესიც გახდეს. - არმან ცარუკიანი

მსუბუქ წონაში ძალიან დაძაბული სიტუაციაა და საჩემპიონო ბრძოლის კანდიდატი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ცარუკიანმა ახლახან დაამარცხა მაურისიო რუფი, რომელიც ნოკაუტით გათიშა და პირველი ნომერი უფრო გაიმყარა. რაც შეეხება ილიას, ის დაბრუნდა ტრავმიდან და გეიჯისთან რევანშისთვის მზადაა. საჩემპიონო ჩხუბის პოტენციურ მონაწილედ განიხილება პადიც, რომელმაც გეიჯისთან მარცხის შემდეგ, ბენუა სენ-დენი დამაჯერებლად დაამარცხა.

სხვა სტატიები