Belive

"არმანს ჩემი ქამრებიდან ერთს მივცემ და ჩვენ ილია-ჯასტინის ბრძოლა ვნახოთ" - დვალიშვილი

5 საათის წინ სხვა
1 წთ

გასულ საღამოს ცნობილმა სტრიმერმა Neon-მა, რომელიც არმან ცარუკიანის ახლო მეგობარი გახდა, დვალიშვილს ილიასა და გეიჯის რევანშზე ჰკითხა. რა თქმა უნდა, მერაბმა თოფურიას მხარე დაიჭირა და თქვა, რომ "მატადორი" პირდაპირ რევანშს იმსახურებს. Neon საპირისპირო აზრზე იყო და თვლიდა, რომ სატიტულო ბრძოლა არმანს ეკუთვნის. მერაბმა ამ სიტუაციის მოსაგვარებლად გაიხუმრა, რომ მის ერთ-ერთ ქამარს არმანს მისცემდა და ჩვენ საშუალება გვექნებოდა ილია-ჯასტინი 2 გვენახა.

მე თუ მკითხავთ, გეიჯიმ ილიას რემატჩი უნდა მისცეს. არმანი კარგი მებრძოლია, მაგრამ ილია ჩემპიონი იყო და მას რევანში სჭირდება. ილია 66 კილოგრამში ჩემპიონი გახდა, დაიცვა ქამარი, ავიდა ზედა წონაში, გათიშა ოლივეირა და შემდეგ ომის გადატანა მოუწია. ამ ყველაფრის შემდეგ მას რევანშს არ აძლევ და უბრალოდ 'თამაშგარეში ტოვებ'. მე ბევრი ქამარი მაქვს და შემიძლია ერთი არმანს მივცე. ჩვენ კი ილიას და გეიჯის ბრძოლა ვნახავთ. - მერაბ დვალიშვილი

შეგახსენებთ, რომ ამან ცარუკიანმა გასულ უქმეებზე მაურისიო რუსი პირველი რაუნდის ნოკაუტით დაამარცხა. სომეხმა ამ მოგებით პირველი ნომრობა კიდევ უფრო გაიმყარა და ბევრის აზრით, ქამარზე ჩხუბს სწორედ ის იმსახურებს.

სხვა სტატიები