Belive

ტედი რინერი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ძიუდოისტმა – ტედი რინერმა, მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ შეკრებაზე ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.

ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა, რომელიც 6-13 ოქტრომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ჩატარდება. ფრანგი ძიუდოისტი ინდივიდუალურ ვარჯიშებს მაროკოში, კერძოდ კი მარაკეშში ატარებდა. ვარჯიშის დროს მას ერთ-ერთი ძიუდოისტი კოჭზე დაეცა და ტერფის დაჭიმულობა გამოიწვია, რის გამოც 10-გზის მსოფლიო ჩემპიონი 1 თვე ვერ ვარჯიშობდა, დღეს კი მან სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ რინერი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.

ეს ინფორმაცია ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა:

"სამწუხაროდ მეშინოდა, მაგრამ დღეს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ძიუდოში რამდენიმე კვირა ვერ დავბრუნდები, რაც გამორიცხავს ტაშკენტში მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას".

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ტედი რინერი 10-გზის მსოფლიო, 3-გზის ოლიმპიური და 5-გზის ევროპის ჩემპიონია.

სხვა სტატიები