Belive

"თავს დიდებულად ვგრძნობ, ომისთვის მზად ვარ" - მერაბ დვალიშვილი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC 323-ზე გულშემატკივარი ორ საჩემპიონო ბრძოლას იხილავს, მაგრამ ქართველი ფანების განსაკუთრებულ ინტერესს ბუნებრივია, რომ მერაბ დვალიშვილის ისტორიული, სატიტულო ბრძოლა იწვევს.

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს დაუპირისპირდება და ერთ კალენდარულ წელში მეოთხედ შეეცდება ჩემპიონის ქამრის დაცვას, რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაშიც, ორგანიზაციის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერს საკუთარ სახელს.

მანქანამ წონა წარმატებით ჩააბარა, რის შემდეგაც პირისპირ დგომიც შედგა და აღნიშნა, რომ თავს იდეალურად გრძნობს

თავს დიდებულად ვგრძნობ - ხვალ ყველაფერი გადაწყდება და მე ამისთვის მზად ვარ. იქნება დიდი ზიანი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომს მოვიგებ. - მერაბ დვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი 2024 წელს შონ ო'მალის დამარცხებით მოიპოვა. მანქანამ 2025 წელს ქამარი სამჯერ (ნურმაგომედოვი, ო'მალი 2, სენდჰეგენი) დაიცვა და ახლა ისტორიის დასაწერად ემზადება.

დვალიშვილს UFC-ში ყველაზე ხანგრძლივი მოგებათა სერიის მე-3 საუკეთესო შედეგი (14) და ყველაზე მეტი წარმატებული გდების რეკორდი (117) ეკუთვნის.

ფოტო: Lasha Kuprashvili

სხვა სტატიები