Belive

სუპერბოულის ყოფილი გამარჯვებული 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

"დენვერ ბროკნოსის" ყოფილი ვარსკვლავი და სუპერბოულის გამარჯვებული - რონი ჰილმანი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰილმანს სიმსივნის ერთ-ერთი უიშვიათესი დიაგნოზი დაუსვეს და საბოლოოდ, ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა.

ამერიკული ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა და პერსპექტიულმა მოთამაშემ, კარიერის განმავლობაში სუპერბოულის ორ ფინალში იასპარეზა და "დენვერ ბრონკოსსთან" ერთად, ყველაზე სანახაობრივი ამერიკული დაპირისპირების ტრიუმფატორიც გახდა.

ჰილმანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა. სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში აღნიშნულია, რომ ჰილმანი საკუთარ სახლში, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

View this post on Instagram

A post shared by Ronnie Hillman (@flashlife23)

სხვა სტატიები