Belive

ტრაგედია ამერიკული ფეხბურთის მატჩში

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ამერიკული ფეხბურთის მე-17 ტურის მატჩი, რომელშიც "ცინცინატისა" და "ბუფალოს" დაპირისპირება მიმდინარეობდა, ტრაგედიის გამო შეწყდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში "ბუფალო ბილსის" მოთამაშემ მოწინააღმდეგე შებოჭა და სახიფათო შეტევა შეაჩერა. ძლიერი შეჯახების მიუხედავად, დამარ ჰამლინი ფეხზე წამოდგა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ დაზიანებას გადაურჩა, თუმცა მომენტალურად გონება დაკარგა და მოედანზე დაეცა.

"ბუფალო ბილსის" მოთამაშის დასახმარებლად, მოედანზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის შესვლა გახდა აუცილებელი. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, დამარ ჰამლინს გულის შეტევა დაემართა. მოედანზე შესულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველა ღონე იხმარეს, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ბუფალო ბილსმა" ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ 24 წლის ჰამლინს გულის შეტევა დაემართა და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მოთამაშე ამ დრომდე ჰოსპიტალში რჩება.