სნაიპერი დრაკულას წინააღმდეგ | ამირან გოგოლაძის ბრძოლის დღე
ხანგრძივი პაუზის შემდეგ, MMA-ის ქართველი მებრძოლი, ამირან გოგოლაძე ოქტაგონს უბრუნდება - პოლონეთის ქალაქ შჩეცინში გასამართ OKTAGON86-ის ღონისძიებაზე, 'სნაიპერი' მოლდოველ იონ სურდუს (დრაკულა) დაუპირისპირდება.
იონ „დრაკულა“ სურდუ ევროპული MMA-ის ელიტა და OKTAGON MMA-ს ყოფილი ჩემპიონია. მან კარიერა 2016 წელს დაიწყო და სწრაფად შეძლო როგორც ნახევრად მსუბუქ, ასევე საშუალო წონაში დომინირება. ის მეტოქეს ნაადრევად 'აგდებს' და უმეტესეობას პირველივე რაუნდში ამარცხებს.
"დამრტყმელთა ომი" - ასე მოიხსენიებს OKTAGON ამ ბრძოლას და ეს არცაა გასაკვირი. იონ სურდუს პირველ რაუნდში 13 ფინიში აქვს მოპოვებული, ხოლო გოგოლაძეს 100 წამზე ნაკლებ დროში 8 გამარჯვება აქვს.
მებრძოლები ამ ჩხუბამდე შემდეგი რეკორდით მივიდნენ:
ამირან გოგოლაძე (17:3)
იონ სურდუ (17:7)
ამირან გოგოლაძემ უკანასკნელად OKTAGON MMA-ს გალიაში 2024 წლის ივნისში იბრძოლა, როდესაც ბრაზილიელი სილვა დაამარცხა.