Belive

სიძულვილის ენის გავრცელების გამო, მაკგრეგორის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

5 თვის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე დღის წინ, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ალჟირელმა ემიგრანტმა 5 ადამიანი დანით დაჭრა. დაშავებულებს შორის სამი არასრულწლოვანიც იყო.

აღნიშნულმა ქალაქში დიდი პროტესტი გამოიწვია, რაც არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა ავტობუსები და პოლიციის მანქანები დაწვეს. საბოლოოდ, ძალოვნებმა 34 პირი დააკავეს.

ამ ყველაფერს UFC-ს ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორიც გამოეხმაურა და ირლანდიის მთავრობა გააკრიტიკა.

ირლანდიაში, დუბლინში, ფსიქიკურად შეშლილმა უცხოელმა უდანაშაულო ბავშვები დაჭრა. მსგავსი სახის საფრთხე ირლანდიაში არ უნდა არსებობდეს. საზოგადოების მხარდასაჭერად არაფერი გაკეთებულა. რაღაც უნდა შეიცვალოს. - დაწერა მაკგრეგორმა საკუთარ X-ის გვერდზე

აღნიშნული განცხადება ირლანდიელმა არეულობამდე გაავრცელა. ქაოსის დაწყების შემდეგ მაკგრეგორმა თქვა, რომ ქალაქში მიმდინარე არეულობას მხარს არ უჭერდა. თუმცა, The Times-ს თქმით, სიძულვილის ენის გავრცელების გამო კონორის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

პროკურატურამ შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში მისი განცხადება გავრცელდა. საქმე ირლანდიის მთავრობის ახალი კანონის ფარგლებში მიმდინარეობას, რომელიც რადიკალური განცხადებების აღსაკვეთად შეიმუშავეს. - წერს The Daily Wire
საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებთ. ნული ქმედება! ყველაფერი საზღვრების გახსნის, უაზრო შეღავათების და სამარცხვინო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გამო ხდება. ეს ყველაფერი თქვენს კისერზეა. სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ არ არსებობს. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ მოხდეს. ირლანდიას მობეზრდით თქვენ და თქვენნაირი ხალხი. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ რეალურ ცვლილებები არ განხორციელდება. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება. ჩვენ გვჭირდება დაცვა. ჩვენ გვჭირდებიან ლიდერები! ამ დროისთვის არცერთი გვაქვს. სირცხვილი თქვენ! - პროკურატურის ინტერესი კონორის ამ განცხადებამ გამოიწვია

სხვა სტატიები