Belive

"ჩემს თითს რაც შეეხება, კიდევ ცხრა მაქვს" - მერაბ დვალიშვილი

6 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც იცით მერაბ დვალიშვილმა ო'მალისთან ჩხუბის მზადების პერიოდში თითი მოიტეხა. ამასთან დაკავშირებით "მანქანამ" ვიდეოც გამოაქვეყნა და კარგადაც იხალისა. სხვათაშორის, ზუსტად იმავე ტრავმის გამო კონორი ბრძოლას ჩაეხსნა. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დვალიშვილმა მაიკლ ბისპინგთან და პოლ ფელდერთან ისაუბრა.

თითი კარგად მაქვს. თუ რამე გართულდება შემიძლია მოვიჭრა, არ მაწუხებს. არ მინდა კონორ მაკგრეგორის თითზე რაიმე ვთქვა, რადგან არ ვიცი როგორ ტკივილს განიცდიდა. ჩემს თითს რაც შეეხება, კიდევ ცხრა მაქვს, ასე რომ... - განაცხადა მერაბმა

მერაბისა და შონის ჩხუბი 8 ივნისაა ჩანიშნული. ბრძოლა ნიუ ჯერსიში გაიმართება და თბილისის დროით გამთენიისას დაიწყება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისთვის ეს მეორე ქამრის დაცვა იქნება.

სხვა სტატიები